დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 73 154-ს.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13, აჭარაში – 10, იმერეთში – 8, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში – 2, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს გარდაცვალების 636 შემთხვევა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 73154
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 55511
- მათ შორის გარდაცვლილი – 636
- კარანტინის რეჟიმში – 2447
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4957
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3413
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41