/,,ქვეყანაში ნაწილობრივი ლოქდაუნი უკვე მოქმედებს და ეს შეზღუდვები შეიძლება გაფართოვდეს”-ამირან გამყრელიძე

,,ქვეყანაში ნაწილობრივი ლოქდაუნი უკვე მოქმედებს და ეს შეზღუდვები შეიძლება გაფართოვდეს”-ამირან გამყრელიძე

Spread the love

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ნაწილობრივი ლოქდაუნი უკვე მოქმედებს და ეს შეზღუდვები შეიძლება გაფართოვდეს.

„ნაწილობრივი ლოქდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც შეიძლება ეპიდ. სიტუაციიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაფართოვდეს, მაგრამ სრული ლოქდაუნი ამ ეტაპზე არ განიხილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, შემოდგომაზე სრულ ლოქდაუნს ნაკლები ქვეყანა მიმართავს.

“ჩვენ გვაქვს ახლა ქვეყანაში ნაწილობრივი ლოქდაუნი, როდესაც ღამე 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე აიკრძალა ქვეყანაში გადაადგილება, ეს გახლავთ ნაწილობრივი ანუ წერტილოვანი ლოქდაუნი. სრული ლოქდაუნი თითქმის არც ერთ ქვეყანას შემოდგომის ტალღაზე არ გამოუყენებია და ძირითადად ე.წ. შეზღუდული ან გაფართოებული შეზღუდვების პოლიტიკა და სტრატეგიაა.

ბელგიამ, ჩეხეთმა უფრო მკაცრ ღონისძიებებს მიმართეს, მაგრამ ჩვენ არც ბელგია ვართ, არც საფრანგეთი და არც ჩეხეთი და ეკონომიურად ნაკლებად განვითარებული ქვეყანა ვართ, ვიდრე ეს ქვეყნები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


Spread the love