/დამოუკიდებლობის 30 წლიანი ისტორია და ,,ჯვაროსნების” რეალური შანსი

დამოუკიდებლობის 30 წლიანი ისტორია და ,,ჯვაროსნების” რეალური შანსი

Spread the love

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს 12 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ შეხვედრას თბილისში გამართავს. დინამო არენაზე წლის მთავარი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ეროვნულმა ნაკრებმა 27 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი დინამო არენაზე ერთი საათი გაგრძელდა.

ვარჯიშის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა და ეროვნული ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს. საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრას კორონა ვირუსის გამო ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია გამოაკლდნენ.

  ვლადიმირ ვაისი: ქართული ფეხბურთისთვის და ამ თაობისთვის დიდი მატჩია. იმედი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ყველა გავახაროთ და ჩვენი ხუთ წლიანი მუშაობის მთავარი მატჩი წარმატებით დავასრულოთ. მოგება გვსურს და დიდი იმედი მაქვს, რომ მატჩის შემდეგ ყველა ბედნიერი იქნება.

 ნიკა კვეკვესკირი: “ეს ყველას ოცნების მატჩია და გუნდში განწყობაც შესაბამისია. ყველანი მონდომებული ვართ, რომ წარმატებას მივაღწიოთ და ერთად ვიზეიმოთ. ის სიახლე, რომელიც დღეს გავრცელდა, ჩვენ ცოტა ადრე გავიგეთ და საკმაოდ მძიმე იყო იმის ხილვა, როდესაც შენს მეგობარს ოცნების თამაშს ართმევენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს არა რაიმე საფეხბურთო ნიუანსის გამო ხდება არამედ კორონა ვირუსის გამო. სამწუხაროდ, ეს ვირუსი 2020 წელს ბევრი ადამიანის უბედურების და წარუმატებლობის მიზეზი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი დღეს 21:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


Spread the love