ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 358 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 69681
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 52169
- მათ შორის გარდაცვლილი – 599
- კარანტინის რეჟიმში – 2506
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4918
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3311
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41
- შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26
- თებერვალს გამოვლინდა.
- ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.