/საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

დღევანდელი, 10 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 521 გახდა.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა 2 970 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, 2 348 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 63650
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 47390
  • მათ შორის გარდაცვლილი – 521
  • კარანტინის რეჟიმში – 2765
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4709
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3066
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებუთა საერთო რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1.2 მილიონზე მეტი.