დღეს 10 ნოემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 11 პიროვნებას დაუდასტურდა.
ინფიცირებულები არიან ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; წესი, ლიხეთი, ჭრებალო, ხვანჭკარა და ბუგეული.
ამ დროისთვის ახალი ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
თვითიზოლაციაში იმყოფება 260 ადამიანი.
სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 102 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ.