/შსს-მ ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაავრცელა

შსს-მ ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაავრცელა

Spread the love

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოს წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

რადგან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი” —  შსს


Spread the love