/ამბროლაურში კორონავირუსი 12 პიროვნებას დაუდასტურდა

ამბროლაურში კორონავირუსი 12 პიროვნებას დაუდასტურდა

Spread the love

8 ნოემბერის მონაცემებით (რომელიც ბოლო 48 საათს მოიცავს) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 12 პიროვნებას დაუდასტურდა.

ინფიცირებულები არიან ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; წესი, ნიკორწმინდა,  ძირაგეული, თლუღი და ბუგეული.

მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ.


Spread the love