/დიდ ქალაქებში, შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება

დიდ ქალაქებში, შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება

Spread the love

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში, შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, 7 ნოემბერს განაცხადა.

შეზღუდვა ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. ის გავრცელდება თბილსში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა დაფოთში.

მთავრობა აღნიშნულს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ხსნის.

“ეს არ არის კომენდანტის საათი. ეს არის გადაადგილების შეზღუდვა”, – თქვა მან.

ცქიტიშვილის თქმით, 2 000 ლარით დაჯარიმდება ფიზიკური პირი, რომელიც რეგულაციას დაარღვევს.

ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების, სამედიცინო, ფარმაცევტული და მედია დაწესებულებების ფუნქციონირების, ასევე, მიტანის სერვისების უზრუნველსაყოფად.

მისივე თქმით, შეზღუდვის მოხსნა ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული


Spread the love