დღეს 6 ნოემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 15 პიროვნებას დაუდასტურდა.
ინფიცირებულები არიან ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; წესი, ნიკორწმინდა, სადმელი და ბუგეული.
მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.
სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 65 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ.
გარეკანის ფოტო: გიორგი გვენეტაძე