ქვეყანაში შექმნილი ეპიდოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ამბროლაურის ყოვლკვირეული ბაზარი დროებით წყვეტს ფუნქციონირებას.
ინფორმაცია ახლახანს განთავსდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ Facebook გვერდზე.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ,, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია თხოვნით მოგმართავთ – დავიცვათ შესაბამისი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვათა ჯანმრთელობას!”