/ამბროლაურში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ამბროლაურში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Spread the love

4 ნოემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 16 პიროვნებას დაუდასტურდა.

ინფიცირებულთა უმეტესობა ე. წ ,, ბუგეულის კლასტერს” უკუთვნის.

ჩვენი ინფორმაციით ინფიცირებულები არიან ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; თლუღი, ლიხეთი, პატარა ონი და ბუგეული.

ამ დროისითვის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 177 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში და ეს რიცხვი მალე საგრძნობლად გაიზრდება.

ამ წუთებში მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 50 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ.


Spread the love