/დიდ ქალაქებში 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

დიდ ქალაქებში 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

Spread the love

   როგორც ცნობილია, ზოგიერთი საარჩევნო უბანი სკოლაში იყო განთავსებული, რის გამოც ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბანი იყო, არჩევნებისთვის მოსამზადებელი და შემდგომი სამუშაოების ჩატარების გამო, 28 ოქტომბრიდან, დროებით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, I-XII კლასის ჩათვლით, 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული სასწავლებლები და საბავშვო ბაღები იმავე რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას, როგორც დღემდე.
  აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

Spread the love