/31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობა 56.11%-ს შეადგენდა, ხმა 1,970,540-მა მოქალაქემ მისცა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობა 56.11%-ს შეადგენდა, ხმა 1,970,540-მა მოქალაქემ მისცა

Spread the love

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის შეჯამებულია 1538 საუბნო ოქმი, რაც მთლიანად ოქმების 40%-ია, მათი ჯამური ხმები კი 601,399-ს შეადგენს. ამ შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების მიერ პროპორციული წესით მიღებული შედეგები ასეთია:

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – (50.93 %) 306282 ხმა
  • საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – (24.68 %) 148416 ხმა
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – (3.87 %) 23288 ხმა
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – (3.33 %) 20042 ხმა
  • „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – (3.08 %) 18526 ხმა
  • საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” – (2.96 %) 17812 ხმა
  • „გირჩი“ – (2.8 %) 16845 ხმა
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – (1.32 %) 7940 ხმა
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – (0.99 %) 5966 ხმა
  • ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა – (0.8 %) 4784 ხმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობა 56.11%-ს შეადგენდა, ხმა 1,970,540-მა მოქალაქემ მისცა.


Spread the love