საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 970 540 ამომრჩეველმა , რაც საერთო რაოდენობის 56.11%-ია. ინფორმაცია ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში – 63.3%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ისევ ქვემო ქართლის რეგიონში – 51%.