ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული 17.00 საათის ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 41%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ადგილი დაიკავა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ-გაერთიანებული ოპოზიცია“ -33%-ით, „ევროპულმა საქართველომ“ ხმების 5-% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ -4% მიიღო, “პატრიოტთა ალიანსმა”-3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“-3%, „გირჩი“-3%, „ლეიბორისტული პარტია“ -2%, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“-1%, „მოქალაქეები“-1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.
აღნიშნული კვლევა ipsos საფრანგეთმა ჩაატარა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: „ქართული ოცნება“ – 46%;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 28%;
- „ევროპული საქართველო“ – 5%;
- „ლელო“ – 3%;
- „გირჩი“ – 3%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;
ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
როგორც „ფორმულა“ განმარტავს, ამჟამად წარმოდგენილია ეგზიტპოლის 16:00 საათის მონაცემები, ხოლო 22:00 საათისათვის 18:00 საათის მონაცემებს გამოაქვეყნებენ.
საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“-55.0%
- „ნაციონალური მოძრაობა“- 23.0%,
- „ევროპული საქართველო“ 3.0 %
- „ლელო“ 3,0 %,
- „პატრიოტთა ალიანსი“ 3. 0%,
- „სტრატეგია აღმაშენებელი“-3.0%
- „გირჩი“ 3,0%,
- „ლეიბორისტული პარტია“ 1.0%,
- „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ 1.0%.
- „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 1.0 %
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ამომრჩეველთა 25,33 %-მა დაუჭირა მხარი. „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო 4,20 %.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ლელო“ აქვს 2,61 %-იანი მხარდაჭერა, „გირჩმა“ მიიღო 3,52%, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ კი 2,37%.
წყარო: ინტერპრესნიუსი