/ცესკო პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს სიმშვიდის დაცვისკენ მოუწოდებს

ცესკო პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს სიმშვიდის დაცვისკენ მოუწოდებს

Spread the love

 

ცესკო პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს სიმშვიდის დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, უბნების გარეთ მიმნიდარე მოვლენებმა შესაძლოა საარჩევნო პროცესი დააზიანოს

,,საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა. საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას“-განაცხადა პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ. 


Spread the love