31 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულები არიან ქ. ამბროლაურიდან და შემდეგი სოფლებიდან; ბუგეული, ხვანჭკარა, წესი და პატარა ონი.
თვითიზოლაციაში იმყოფბა 102 ადამიანი, ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და მათი რიცხვი გაიზრდება.
სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
ინფორმაცია მოგვაწოდა, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგოგმა – ნატო დვალმა.