დღეს, 28 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ოთხ პიროვნებას დაუდასტურდა.
ორი იფიცირებული სოფელ ღადიშიდან არის, ერთი სოფელ ღვიარიდან და ერთი სოფელ ბუგეულიდან.
ამ დროსითვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 128 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში და მათი რიცხვი მალე გაიზრდება.
ამ წუთებში მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.
სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
ინფორმაცია მოგვაწოდა, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგოგმა – ნატო დვალმა.