/ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 197 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 253-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 33858
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 14829
  • მათ შორის გარდაცვლილი – 253
  • კარანტინის რეჟიმში – 3507
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4022
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2344
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

 

 


Spread the love