საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 197 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 253-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 33858
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 14829
- მათ შორის გარდაცვლილი – 253
- კარანტინის რეჟიმში – 3507
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4022
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2344
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41