/ამირან გამყრელიძე – გვყავს 28000-მდე სერტიფიცირებული ექიმი, რომლებიც დასაქმებულები არ არიან, არის საუბარი, რომ ისინი ჯანდაცვის სისტემას დაეხმარონ, თუ აუცილებლობა დადგა

ამირან გამყრელიძე – გვყავს 28000-მდე სერტიფიცირებული ექიმი, რომლებიც დასაქმებულები არ არიან, არის საუბარი, რომ ისინი ჯანდაცვის სისტემას დაეხმარონ, თუ აუცილებლობა დადგა

Spread the love

 

ამირან გამყრელიძე – გვყავს 28000-მდე სერტიფიცირებული ექიმი, რომლებიც დასაქმებულები არ არიან, არის საუბარი, რომ ისინი ჯანდაცვის სისტემას დაეხმარონ, თუ აუცილებლობა დადგა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში 28000-მდე სერტიფიცირებული ექიმია, რომელიც დასაქმებული არ არის, თუმცა არის საუბარი, რომ ისინი დაეხმარებიან ჯანდაცვის სისტემას თუ ამის აუცილებლობა დადგა.

მისივე თქმით, ქვეყანაში აქტიურად დასაქმებულია 19 000-მდე ექიმი, 17 000-მდე ექთანი და ამასთან ერთად, აქტიურად დაიწყო მეხუთე და მეექვსე სამედიცინო კურსის სტუდენტების გადამზადება კოვიდთან მიმართებაში.

,,ჩვენთან არის აქტიურად დასაქმებული 19 000-მდე ექიმი, დაახლოებით 17 000-მდე ექთანი. გარდა ამისა, გვყავს 27-28 000 მდე სერტიფიცირებული ექიმი, რომელთაც აქვთ სამედიცინო განათლება და არ არიან დღეს დასაქმებული. შესაძლებელია და არის საუბარი, რომ ისინი დაეხმარონ ჯანდაცვის სისტემას თუ ამის აუცილებლობა დადგა და სასურველია მოხდეს მათი გადამზადება. ზოგიერთი გასულია პენსიაში, ზოგიერთი არ მუშაობს სხვადასხვა პირობების გამო.

ასევე, აქტიურად დაიწყო მეხუთე და მეექვსე სამედიცინო კურსის სტუდენტების გადამზადება კოვიდთან მიმართებაში. ყველა უნივერსიტეტს ამის საშუალება აქვს, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ ელემენტარული ინფორმაცია. მათ უკვე ძირითადი თეორიული და კლინიკური საგნები გავლილი აქვთ და თავისუფლად შეუძლიათ ექიმის ასისტენტებად იმუშაონ თუ ამის საშუალება დადგება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


Spread the love