/გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

დღევანდელი, 27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით რეკორდულად ბევრი 23 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 238 გახდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.

გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 262 პაიციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 32127
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 12632
  • მათ შორის გარდაცვლილი – 238
  • კარანტინის რეჟიმში – 3757
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3847
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2238
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41