დღევანდელი, 27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით რეკორდულად ბევრი 23 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 238 გახდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.
გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 262 პაიციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 32127
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 12632
- მათ შორის გარდაცვლილი – 238
- კარანტინის რეჟიმში – 3757
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3847
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2238
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41