/ამბროლაურში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ამბროლაურში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, დღეს 26 ოქტომბერს კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 72 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.

ლაბორატორიაში 18 ბიოლოგიური ანალიზი არის გადაგზავნილი.

მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და სავარაუდოდ თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზრდება.

სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ექვსი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ.