ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, დღეს 25 ოქტომბერს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაუდასტურდა, როგორც ცნობილია ერთი ინფიცირებული სოფელ ქვედა შავრიდანაა და პირველი კოვიდინფიცირებულის კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო მეორე დაავადებული სოფელ ბუგეულიდანაა და ინფიცირების წყარო ცნობილი არაა.
ამ დროისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 72 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.
მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.
სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ხუთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ.