/ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, 59 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 3 567 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთლებულია 1 355 და დაღუპულია 33 ადამიანი.