ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, როგორც ცნობილია ერთი ინფიცირებული სკოლის მოსწავლეა (სოფელ ქვიშარიდან) და თბილისის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მეორე ინფიცირებული კი სოფელ ბოსტანიდან არის და ინფიცირების წყარო ცნობილი არაა.
ამ დროისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 40 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.
ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ.
,,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე და პირველ რიგში მიმდინარეობს კონტასქტების მოძიება.” – ნატო დვალი