/ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 495 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3450-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა.