/,,საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, აქტიურად არის ჩართული ამბროლაურის ლიტერატურულ პროექტებში” –მირიან ხოსიტაშვილი

,,საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, აქტიურად არის ჩართული ამბროლაურის ლიტერატურულ პროექტებში” –მირიან ხოსიტაშვილი

Spread the love

 

ახალგაზრდა მწერლის ლექსო მეტრეველის პირველი წიგნის პრეზენტაციისთვის ამბროლაურს ეწვია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ბ-ნი მირიან ხოსიტაშვილი, მან ლექსოს წიგნის გამოცემა მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ასევე,  ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დიდი მეგობრობის ნიშნად და შესანიშნავი შემოქმედებისათვის ბატონ გურამ გორდეზიანს სპეციალურად შექმნილი საპატიო მედალიონი გადასცა.

,,საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს დაწესებული სპეციალური მედალიონი, ბიბლიოთეკის ლოგო-ტიპით, რომელიც სამ ადამიანს აქვს გადაცემული და მეოთხე არის ჩვენი მეგობარი გურამ გორდეზიანი, ის არის ძალიან დიდი შექმოქმედების მქონე პიროვნება, წიგნიერების და ახალგაზრდების დიდი ქომაგი” – მირიან ხოსიტაშვილი

,,როგორც იცით ახალგაზრდა შემოქმედმა ლექსო მეტრეველმა შექმნა  ძალიან საინტერესო წიგნი, ჩამოსვლის მიზეზი სწორედ ეს არის, რომ მიგველოცა ეს გამოცემა და მის მიმართ ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერა გამოგვეხატა, სხვათა შორის იგი არის ეროვნული ბიბლიოთეკის კონკურსის ,,წიგნიერი”–ს გამარჯვებულიც. ჩვენ ვცადეთ  მისდამი ყურადღების გამოხატვა  და ხელშეწყობა.

მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა ყოველწლიურად არის ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი ,,მწიგნობარი”–ს მხარდამჭერი.

მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობს, კულტურის სახლთან ასევე ამბროლაურის მუნიციპალურ ბიბლიოთეკებთან, აქტიური კონტაქტი გვაქვს და ვცდილობთ ერთმანეთი გავაძლიეროთ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ერთმანეთს, შესაძლებლობების ფარგლებში.

რაჭა ყოველთვის გამოირჩეოდა ნიჭიერი ახალგაზრდებით, მათ შორის ახლაც, მაგალითად ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ძალიან კარგი შედეგებით და ეს მთელი ქვეყნისთვის, მთლიანად ჩვენი საქართველოს კუთხეებისთვის არის სამაგალითო.

რასაკვირველია ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ მხარდაჭერა და ხელშეწყობა რაჭველი ახალგაზრდებისათვის, დღევანდელი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე,  ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო (დახურულ) სივრცეში ვეღარ ვმასპინძლობთ ასეთი ტიპის ღონისძიებებს, თუმცა  ჩვენ ამ მდგომარეობის დასრულების შემდგომ მზად ვართ ვუმასპინძლოთ მათ შორის ამ ცენტრს (ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი)  რადგან ვხედავ, რომ აქ  არის ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანების შემოქმედება წარმოდგენილი.

  გვსურს, რომ ამ მიმართულებით, თუნდაც საგამოფენო სივრცეების დათმობის თვალსაზრიზით გამოვხატოთ მხარდაჭერა, თუმცა ეს საგამოფენო სივრცეები როგორც იცით, ამ ეტაპზე დახურულია, მაგრამ როგორც კი პანდემიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს ცხადია დიდი სიამოვნებით დავუთმობთ ამ ცენტრს და რაჭველ ახალგაზრდებს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისელმა საზოგადოებამაც ნახოს აქაური ახალგაზრდების და აქაური ადამიანების შემოქმედება. მე აღფრთოვანებული ვარ აქ ნანახით და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ყველა დამთვალიერებლისთვის.”

ვრცლად მოუსმმინეთ ბმულზე:https://soundcloud.com/radio-olim/zynzxvzq9yuv

 


Spread the love