/ამბროლაურში კორონავირუსი დაფიქსირდა

ამბროლაურში კორონავირუსი დაფიქსირდა

Spread the love

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადიშში კორონავირუსი დაფიქსირდა, როგორც ცნობილია ინფიცირებულს აღენიშნებოდა ცხელება და ამის შემდგომ გაკეთდა ტესტი, ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. 

ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგ – ნატო დვალი:

,,ამბროლაურში, სოფელ ღადიშში კორონავირუსი ერთ პიროვნებას დაუდასტურდა, ინფიცირებულს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. როგორც ამ დროისთვის ვიცით ბევრი კონტაქტი არაა და ახლაც მიმდინარეობს მათი მოძიება..

ამ დროისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 26 პირი იმყოფება. 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე და პირველ რიგში მიმდინარეობს  კონტასქტების მოძიება.”


Spread the love