/ლექსო მეტრეველის პირველი წიგნის პრეზენტაცია

ლექსო მეტრეველის პირველი წიგნის პრეზენტაცია

Spread the love

 

ხვალ, 22 ოქტომბერს ღია სივრცეში ახალგაზრდა დებიუტანტი მწერლის, 18 წლის  ლექსო მეტრეველის პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

ავტორმა ,,თოვლის გუნდა“,  ,,საჩუქარი“, ,,შავი ობობა“, ,,სულიერი ამბიცია“ და სხვა  მოთხრობებსა  და ორ რომანს პირველ პროზაულ კრებულში მოუყარა თავი, სახელწოდებით – „თეთრი ოთახი“ .

წიგნი გამომცემლობა ,,კალმოსანმა“ დაბეჭდა,  ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურისის ,,მწიგნობარი 2020“–ის ინიციატივით, ღონისძიება ამბროლაურის მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება.

ლექსო მეტრეველმა ამბროლაურის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და  თბილისის სახელმწიფო უნივევრსიტეტში სწავლობს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე.

ლექსო წიგნის წერის პროცესს, მის გამოცემასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა:

,,წიგნში შესულია ჩემი რამდენიმე მოთხრობა რომელთა წერაც 16 წლის ასაკში დავიწყე. წერით კი ბავშვობიდან ვწერ, ჯერ კიდევ ბაღის ასაკში როდესაც წერა ვისწავლე მაშინ ჩემი ინტერესის სფერო ცხოველთა სამყარო წარმოადგენდა და ყველგან მათ ვხატავდი,  შემდეგ უკვე სათავგადასავლო წიგნებით დავინტერესდი, ვცდილობდი ჩემითაც დამეწერა რამე მსგავსი, შემდეგ კი იყო დეტექტი, 14–15 წლის ასაკში ვცადე დაწერა, მაგრამ ვერ დავასრულე ისე როგორც მე მინდოდა.

ჩემი წიგნი გამოიცა აბმროლაურის მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრის მიერ, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურის ,,მწიგნობარი 2020″–ის ფარგლებში, წიგნის დაბეჭვდის იდეა კი ბ–ნ გურამ გორდეზიანს ეკუთვნის, რისთვისაც მას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.

ეს პროექტი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ჩემთვის, ასავე უამრავი ახალგაზრდისთვის გარშემო და მეთელი ქალაქისთვის.

პროექტი დამეხმარა როგორც წიგნის გამოცემაში, ასევე  ჩემს პიროვნულ განვითარებაში. ვფიქრობ მწიგნობარი არის პროექტი რომელსაც შეუძლია აღზარდოს და ჩამოაყალიბოს თაობები.

რაც შეეხება ჩემ წიგნს ის აერთიანებს ორ რომანს და რამდენიმე მოთხრობას, წერის სტილი კი მოიცავს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო თემებს, ვცდილობ ავსახო დღევანდელი რეალობა და ჩემის მხრივ შევაფასო მიმდინარე მოვლებნები.

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 22 ოქტომბერს, სულ 100 ეგზემპლარია დაბეჭდილი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ამბროლაურის მთავარ და საბავშვო ბიბლიოთეკებში, ასევე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ჩემი ყოველდღიურობა მოიცავს, სწავლას (ახლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე ვართ) ასევე ვკითხულობს ხშირად, ძალიან მიყვარს კალათბურთი და ახლაც ვაგრძელებ ვარჯიშს,  ახლა ვკითხულობ – პიერ პაულო პაზოლინის ,,ქუჩის ბიჭებს”.

ძალიან მინდა, რომ ჩემი წიგნი ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და გამიზარონ საკუთარი შეხედულებები.”

ვრცლად მოუსმინეთ ბმულზე: https://bit.ly/3lYM5IS

 


Spread the love