/დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციაში იმყოფება 21 962 პირი

დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციაში იმყოფება 21 962 პირი

Spread the love

   დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში, გვაქვს დადასტურებული 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 857 პირს. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი არის 328, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 8 666, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკაზე და ბოლო 24 საათის განმავლობაში მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
     სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათი განმავლობაში, გვაქვს გარდაცვალების 15 შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 158-ს.
თბილისში გვაქვს 7 გარდაცვალების შემთხვევა
ბათუმის რეგიონში – 4
ქუთაისში -2
გორში -1
ხოლო მცხეთაში – 1.
 დღეს გამოვლენილი 1 194 შემთხვევიდან:
თბილისში გვაქვს – 425
აჭარაში – 193
იმერეთში – 372
გურიაში – 21
სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27
ქვემო ქართლში – 53
შიდა ქართლში – 64
მცხეთა-მთიანეთში – 18
კახეთში – 3
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9
სამცხე-ჯავახეთში – 9
  ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 10 182, 19 ოქტომბრის 00:00 საათის მდგომარეობით. მათ შორის, 2 817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში – 1 383, ხოლო აჭარაში – 588. მძიმე პაციენტი გვყავს 341 პირი.
აქედან, თბილისში განაწილებულია 172 პირი, ხოლო აჭარაში – 69. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დღეის მდგომარეობით გვყავს 75 პირი, მათ შორის თბილისში – 49, აჭარაში – 10.
1 672 პირი არის კოვიდსასტუმროში განაწილებული, საიდანაც 1 079 – აჭარაში, ხოლო 449 – თბილისში. 5 670 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.
საკარანტინო სივრცეში დღეის მდგომარეობით გვყავს 4 726 ადამიანი, აქედან თბილისში – 1 005, აჭარაში – 2 337.
 სულ 6 -19 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 6 356 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 21 962 პირი, საიდანაც თბილისში გვყავს 3 798 პირი, აჭარაში – 8 821 იმერეთში – 3 369.

  ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, რასაც მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით საზოგადოებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Spread the love