/ონის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ონის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

Spread the love

 

ონის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ამ დროისთვის ინფიცირებული იმყოფება სტაციონარში .

,,ამბროლაურის ხმა” ესაუბრა ონის საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ ნონა ბაკურაძეს:

,,ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ამ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებში გვყავს ორი პიროვნება, რომელთაც სიმპტომები აღენიშნებათ. აქ სულ 18 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. სიმპტომებიანი, ორი ადამიანის ნაცხი უკვე გაგზავნილია და ველოდებით პასუხს.

ასევე, ქუთაისის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები გვაქვს ქალაქ ონში, სულ შვიდი კონტაქტი ფიქსირდება, თვითიზოლაციის ძირითად დრო უკვე სრულდება და მხოლოდ ერთ პიროვნებას გუშინ დაეწყო სიმპტომების გამოვლენა.”


Spread the love