/დემოკრატიული არჩევნები ანუ დაუჯერებელი ამბავი

დემოკრატიული არჩევნები ანუ დაუჯერებელი ამბავი

Spread the love

 

დემოკრატია და სამართლიანობა ძლიერი სახელმწიფოს შექმნის წინაპირობაა, თავისუფალი არჩევნისა და სამართლიანი სახელმწიფოს პოლიტიკით მიიღწევა დემოკრატია.

სიტყვა დემოკრატიის ახსნა არაერთგზის გვსმენია, ის ბერძნული წარმოშობისაა და „დემოს“ ხალხს ნიშნავს, „კრატეინ“ მმართველობას.

1995 წელს დაარსდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), მისი მიზანია არჩევნების გამჭვირვალობისა და  ეფექტურობის უზრუნველყოფა. მსგავსი ორგანიზაციების აქტიურობა ხელს უწყობს დემოკრატიული სტანდარტების დაახლოებას,რაც რათქმაუნდა ლოგიკურ გავლენას ახდენს დემოკრატიულად არჩევნების ჩატარებისთვის.

არის თუ არა სამართლიანი  არჩევნები  დემოკრატიის განმსაზღვრელი?

მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი უდიდეს როლს თამაშობს სახელმწიფოს დემოკრატიზაციის პროცესში, სხვა ფაქტორებსაც ექცევა ყურადღება, მაგალითად: განათლების სისტემა, ეკლესია, კულტურა და სხვა. ამით შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ მხოლოდ არჩევნების დემოკრატიულობა ვერ გაგვიყვანს ფონს.

საქართველოში აგერ უკვე მერამდენე წელია არჩევნები ტარდება და მაინც ვერ დაიმსახურა დემოკრატიულის სტატუსი. რატომ? ადამიანებს არ გააჩნიათ ჩამოყალიბებული მოქალაქეობრივი პოზიცია, საზოგადოება ვერ იაზრებს რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის არჩევნებს.

სამართლიან არჩევნებამდე გზა არ არის დალაგებული პოლიტიკურად, კულტურულად და რაც მთავარია ზნეობრივად.

საბოლოოდ რაც შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიულობას სრულად არ განსაზღვრავს არჩევნების სამართლიანობა, თუმცა მის გარეშე დემოკრატია არ არსებობს.

ვფიქრობ, დემოკრატია ქვეყანას აძლევს სიძლიერეს და სიმტკიცეს.

სამართლიანი არჩევნები ქვეყნის სახეა, ამომრჩეველი კი არჩევანის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას წარმოადგენს.


Spread the love