/ცაგერში კორონავირუსი კვლავ დაფიქსირდა

ცაგერში კორონავირუსი კვლავ დაფიქსირდა

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

ცაგერში კორონავირუსი ხანშიშესულ ქალს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რეგიონულ კვირა“ ავრცელებს.  როგორც მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა „რეგიონულ კვირას“ განუცხადა, დაინფიცირებული პირი მაღალი სიცხით და ფილტვის ანთებით რამდენიმე დღე ცაგერის საავადმყოფოს სტაციონარში მკურნალობდა.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ანამნეზი შესაბამის ლაბორატორიაში გავგზავნეთ და სულ ახლახანს მივიღეთ პასუხი, რომ პასუხი დადებითია,“- განაცხადა თეა გურგუჩიანმა.
ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კონტაქტების მოძიება და ეპიდკვლევები უკვე დაწყებულია.

წყარო: http://region.kvira.ge