/გელათის წმ. გიორგის ეკლესიის მხატვრობა ჩამოშლის პირასაა მისული

გელათის წმ. გიორგის ეკლესიის მხატვრობა ჩამოშლის პირასაა მისული

Spread the love

 

ეს წმ. გიორგის ეკლესიის მეთექვსმეტე საუკუნის ჩამოშლის პირას მისული მხატვრობაა და არა მთავარი ტაძარი.

კულტურული მემკვიდრების ეროვნული სააგენტოს ბოლო განცხადებით, გელათის პრობლემა მთავარ ტაძარზე კერამიკული კრამიტის დაზიანებული ნაწილების ჩანაცვლებით აღმოიფხვრება.

ხოლო წმ. გიორგის ტაძარი თიხის კრამიტით არის გადახურული და წყლის ინფილტრაციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ანუ კრამიტი დაზიანების მიზეზი ვერ იქნება, თუმცა მხატვრობა მაინც კატასტროფის წინაშეა. XVI-ე საუკუნის ფრესკები  ნადგურდება, იქ ყოველდღე ნახულობენ მხატვრობიდან ჩამოყრილ ნაწილაკებს. არასწორად შერჩეულმა იზოლაციის მასალებმა, კრამიტის დუღაბზე დაწებებამ და ბზარებმა  შეპირისპირების ადგილებში, კრამიტის დალაგების აქამდე არნახულმა წესმა ინტერიერში მუდმივი კლიმატის ცვლილება გამოიწვია და ფრესკებს შლის.

ექსპერტების აზრით – გელათი ახლიდან არის გადასახური თბოიზოლაციის საკითხების მეცნიერული გადაწყვეტით და მსუბუქი მასალით, რაც 9 საუკუნის ტაძრის მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებს.

ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია” ავრცელებს მათივე თქმით, არცერთი ზომა კატასტროფის შესაჩერებლად, წმ.გიორგის ეკლესიაში მიღებული ამ დრომდე არ არის.


Spread the love