/ერთა ლიგის დარჩენილ ორ საშინაო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში ახალ სტადიონზე გამართავს

ერთა ლიგის დარჩენილ ორ საშინაო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში ახალ სტადიონზე გამართავს

Spread the love

 

უეფა-ს ვებგვერდზე უკვე ოფიციალურად დადასტურდა – ერთა ლიგის დარჩენილ ორ საშინაო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში ახალ სტადიონზე გამართავს.

უეფა-ს ვებგვერდი ოფიციალური წყაროა, სადაც ამა თუ იმ მატჩის გამართვის თარიღსა და დროზე ყოველთვის დაზუსტებული ინფორმაცია ქვეყნდება. უეფა-ს ვებგვერდზე კი უკვე მითითებულია, რომ 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები 21:00 საათზე სომხეთის ნაკრებს სწორედ ახალ სტადიონზე მიიღებს, ისევე როგორც 18 ნოემბერს ესტონეთის ეროვნულ გუნდს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და ვადაზე ადრე დასრულდა, მაგრამ მისი გახსნა პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო. სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი და უეფა-ს მეოთხე კატეგორიას აკმაყოფილებს.


Spread the love