/ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი

ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი

Spread the love

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რჩევები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი. საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ხანდაზმულებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში მობილობა განსაკუთრებით მაღალია და ვირუსიც შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელდეს, საბჭოს რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ, რამდენადაც ის მსოფლიოში ამ ეტაპზე თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისში აღინიშნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა, თუმცა მკაცრი სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ვირუსთან ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, გრძელდება ლოკალური და წერტილოვანი მიდგომები, როგორი პრაქტიკაც გამოიყენება ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე.


Spread the love