რაჭაში რთველი დღეს დაიწყო
ყურძნის ჩასაბარებელი 12 პუნქტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზეა განთავსებული, სადაც მოსახლეობას დილიდან ეძლევა მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა.
რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელიან წელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უხვი მოსავლისა და COVID-19 პანდემიის ფონზე მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.