საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 72-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 179 თბილისს უკავშირდება, 91 კი იმერეთში დაფიქსირდა.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა ქვემო ქართლში, 28 პაციენტი არის ინფიცირებული, შიდა ქართლში -10, კახეთში არის – 11, მცხეთა-მთიანეთში სამი ახალი შემთხვევა, გურიაშიც – სამი, სამცხე-ჯავახეთში კი ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 866-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.