/გიორგი გახარია:ტურიზმი ცოტა ჩაგვივარდა, თუმცა რაჭა ბევრმა ქართველმა თავიდან აღმოაჩინა

გიორგი გახარია:ტურიზმი ცოტა ჩაგვივარდა, თუმცა რაჭა ბევრმა ქართველმა თავიდან აღმოაჩინა

Spread the love

დღეს ამბროლაურში პარტია ,,ქართული ოცნება”  -მ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს, შეუქმნას თანაბარი პირობები, რომ ჰქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა.

გიორგი გახარიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაფერი ისეთ დონეზე იყო მიყვანილი და მიტოვებული, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგვიწევს ამ მიმართულებით შრომა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა გვაქვს წესრიგში მოსაყვანი, ისეთი, როგორიცაა გზები, წყალი, გაზი და ელემენტარული ინფრასტრუქტურა – ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ა.შ რასაც ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაფერი ისეთ დონეზე იყო მიყვანილი და მიტოვებული, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგვიწევს ამ მიმართულებით შრომა. ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა საერთოდ ახალ დამატებით ენერგიას შესძენს ამ კუთხეს. გასაგებია, რომ წელს ტურიზმი, როგორც განვითარების დარგი, ცოტა ჩაგვივარდა გლობალური პანდემიის გამო, თუმცა რაჭაში ძალიან ბევრი ქართველი ამოვიდა, რომელიც წელს პირველად იმყოფებოდა აქ. შიდა ტურიზმის ნაკადი ძალიან დიდი იყო და ბევრი ქართველი ამოვიდა, რომელმაც რაჭა საერთოდ თავიდან აღმოაჩინა. ამასაც თავისი დატვირთვა აქვს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ჩვენთვის მთავარი მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა. სწორედ ამას ემსახურება მთის კანონი, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი მეც ვარ კანონის, რომელმაც მრავალი სიკეთე და შეღავათი მოუტანა მთის მოსახლეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ ონში მისი წარდგენის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


Spread the love