რამდენიმე დღეში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველი დაიწყება, ამ დროისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარების პროცესი მიმდინარეობს.
განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ხვანჭკარის“ ჯიშებზე (ალექსანდროული და მუჯურეთული) კილოგრამი ყურძნის ფასი 7 ლარით განისაზღვრა.
,,ამბროლაურის ხმა” ესაუბრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს ზვიად მხეიძეს:
,,ამბროლაურში შტაბების განთავსება უკვე დაიწყო, ისინი სრულად მობილიზებული იქნება ადამიანური და ტექნიკური რესურსით, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
10 ოქტომბერს უკვე დაიწყება ყურძნის ჩაბარების პროცესი.
ყურძნის მიმღები ორი შტაბი განთავსდება ჭრებალოში, ორი სოფელ ხვანჭკარაში და სამი კი ამბროლაურში, რაც მთვარია რაჭის მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ.“