/აზერბაიჯანთან საზღვრის საქმეზე სახელმიწფო კომისიის ყოფილი წევრები დააკავეს

აზერბაიჯანთან საზღვრის საქმეზე სახელმიწფო კომისიის ყოფილი წევრები დააკავეს

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

პროკურატურის განცხადებით, აზერბაიჯანთან საზღვრის საქმეზე სახელმიწფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

“დაკავებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი — ი.მ [ივერი მელაშვილი] და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნ.ი [ნატალია ილიჩოვა].

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, — აცხადებენ პროკურატურაში.

წყარო : ON.GE