/ამბროლაურში დასავლური ინტეგრაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ამბროლაურში დასავლური ინტეგრაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

ამბროლაურში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობების და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი დავით უჩაძე უძღვებოდნენ.

თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგისა და აღნიშნულ პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის ძირითად თემას სტრატეგიული კომუნიკაცია წარმოადგენდა. შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, დავით უჩაძემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიით დასრულდა, მონაწილეებს კი გადაეცათ თემატური საინფორმაციო მასალა.