/კორონავისურისთ გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება

კორონავისურისთ გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება

Spread the love

პროექტი “კორონავისურისთ გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება“  ხორციელდება რაჭაში (ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში) ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ სლოვაკურ ორგანიზაცია „Sosna”-სთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის (Slovak Aid) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ერთი კომპონენტი ითვალისწინებს მოწყვლადი ფენების, კერძოდ მრავალშვილიანი დედების, მარჩენალდაკარგული ოჯახებისა და მარტოხელა დედების დახმარებას, რაც მოიცავს თითოეულ ოჯახზე ხარკოსა და ჰუბარდის ჯიშის 20 ფრთა ქათმის გადაცემას თანდართული ვეტერინარული ცნობით, რაც დაადასტურებს, რომ ფრინველი დამუშავებულია ვაქცინაციის სრული პაკეტით.

მთლიანობაში 152 ბენეფიციარი იქნება უზრუნველყოფილი აღნიშნული დახმარებით. ქათმების დისტრიბუციის პროცესი წარიმართება 3 ეტაპად. პირველ ეტაპზე ქათმების დარიგება დაიწყო ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთლიანი სოფლებიდან 2020 წლის 29 სექტემბერს. შემდგომ ეტაპებზე ქათმები დარიგდება ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში და პროცესი დასრულდება 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს.

რაც შეეხება მეორე კომპონენტს, აგვისტოს თვეში გამოვაცხადეთ საგრანტო განაცხადზე აპლიკაციების შემოტანის კონკურსი. თითოეული საპროექტო განაცხადის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. მთლიანობაში შემოვიდა 78 განაცხადი,რომელიც აკმაყოფილებდა სხვადასხვა კრიტერიუმებს. მიმდინარეობს შეფასების პროცესი,რომელიც არის დასრულების სტადიაზე და ოქტომბრის პირველ კვირაში გვეყოლება კონკრეტული გამარჯვებულები და დავიწყებთ მხარდაჭედილ გრანტიორებთან საგრანტო ხელშეკრულებებზე მუშაობის პროცესს.

ამბროლაურის ხმა ესაუბრა პროექტის საველე კოორდინატორს (ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში) -თამარ ვაწაძეს.

,,შემოსულია საკმაოდ კარგი და საინტერესო განაცხადები და ჩვენი ორგანიზაციის მიზანია გრანტის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებებს, მცირე ბიზნესისა და საწარმოების განვითარებას, სტარტაპებს, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოში ყველაზე მიგრირებული რეგიონის   განვითარებასა და მიგრაციის პროცესის შეჩერებას”.

სრული ინტერვიუ იხილეთ აქ.


Spread the love