დღეიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება
დღეიდან, 1 ოქტომბრიდან 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლებში, სადაც სწავლა ამ დრომდე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ცვლილება არ ეხება აჭარის რეგიონს გართულებული ეპიდსიტუაციის გამო.