/დაბინძურებული წყლის პრობლემა სოფელ სადმელში

დაბინძურებული წყლის პრობლემა სოფელ სადმელში

Spread the love

 

დაახლოებით ერთი კვირაა რაც სოფელ სადმელში დაბინძურებული, ყავისფერი შეფერილობის წყალი მოდის.

დღეს 20 სექტემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამისი სამსახურის ადგილზე მობილიზება, მერიის რწმუნებულთან ერთად.

,,ამბროლაურის ხმა” ესაუბრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე– ნიკოლოზ კენჭაძეს:

,,უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ხშირად ხდება სოფელ სადმელის წყლის დაბინძურება, გამომდინარე იქედან რომ სადმელის წყლის სათავეები არის სოფლიდან დაახლოებით  8–10 კილომეტრის დაშორებით, რთულ რელიეფურ  პირობებში.  ჩამონაშალი გრუნტების გამო ცენტრალური მილი ხშირად ზიანდება, სწორედ ამ დაზიანებულ მილში შემოედინება ნაშალი მასა და ერევა წყლის მასას, ამიტომ ხშირად ვახდენთ ამ აუზის გაწმენდით სამუშაოებს.

ახლაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გამომდინარე იქედან, რომ დაფიქსირდა დაზიანება, დღეს ჩვენი წარმომადგენელი შესაბამის სამსახურთან ერთად იმყოფება იმ ლოკაციაზე სადაც ცენტრალური მაგისტრალია, რათა მალე აღმოიფხვრას ეს პრობლემა.”

 


Spread the love