/„აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა იწყება

„აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა იწყება

Spread the love

 

 

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის მიზანია , მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების მინიმუმ 90% უნდა იქნას გამოყენებული ძირითადი საშუალებების, ხოლო 10% – საბრუნავი საშუალებების შესაძენად. პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ხორციელდება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ იგი არის სრულწლოვანი, საქართველოს მოქალაქე, არ არის საჯარო მოხელე, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება

სახელმწიფოს წინაშე, აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.

პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს საკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 10%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 5%. პროგრამის არსებულმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 25%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 15%.

 

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს მაქსიმუმ 30 000 ლარს. ფინანსდება ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.


Spread the love