/საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5552
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 2054
  • მათ შორის გარდაცვლილი – 32
  • კარანტინის რეჟიმში – 5637
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 800
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41